სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N118 სკოლის მესამეკლასელები „თბილისობის“ დღესასწაულზე დეკორატიული მცენარეების სანერგეს ესტუმრნენ
04-10-2022
-
+


თბილისის N118 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის, პედაგოგმა ლონდა ლავრინენკომ შთამბეჭდავი გასვლითი ტური მოაწყო.

„თბილისობის“ დღესასწაულზე, მე-3 კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი: ლონდა ლავრინენკო) ეწვივნენ „გარდენია შევარდნაძეს“, მცენარეთა ზრდა-განვითარების, მოვლისა და მათი დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. მესამეკლასელებმა ​გარემოს, მწვანე საფარის დაცვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე საინტერესო ლექცია მოისმინეს.

პატარებმა საკუთარი ხელით შეღებეს და გააფორმეს ქოთნები, ეზიარნენ დეკუპაჟის ხელოვნებას, ქოთნებში  ჩაყარეს გაფხვიერებული მიწა და ჩარგეს კრასულა (ბარაქის ხე).

ლექციის ფარგლებში მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა იზრუნონ მცენარეზე, უპასუხეს შეკითხვებს, შეჯამებისას აღწერეს ყველა ის აქტივობა, რომელიც  განახორციელეს „გარდენიაში“.

პროექტის დაგეგმვაში, მხარდაჭერასა და განხორციელებაში აქტიური და ერთსულოვანი მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეთა მშობლებმაც.

შთაბეჭდილებებით სავსე ბავშვები შინ აღფრთოვანებულნი დაბრუნდნენ. მათ უკვე იციან, თუ როგორ დარგონ მცენარე, რა პირობები სჭირდება კრასულას გახარებისა და სიცოცხლისათვის, როგორ მოუარონ და იზრუნონ მასზე.

მოსწავლეთა დაინტერესება და აღფრთოვანება კარგად ჩანს „გარდენიაში“ გადაღებულ ულამაზეს ფოტოებზე.

ახლა უკვე, მოსწავლეები კლასში იზრუნებენ და დააკვირდებიან თუ როგორ გაიზრდება მათთან ერთად  პატარა ნერგი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება