სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ბალტიისპირეთიდან საპატიო სტუმრებს უმასპინძლეს
03-10-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ბალტიისპირეთიდან საპატიო სტუმრებს უმასპინძლეს. 

სკოლას ეწვივნენ - ვიტაუტას ლაურინაიტისი ქალაქ შილუტეს (ლიეტუვა) მერი. ედიტა შუკიტე - მერის მრჩეველი, ვიგანტას სტოშკუსი - მრჩეველთა სათათბიროს წევრი, დაივა ჟებელენე - ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე, ალგირდას გეჩეს - სათათბიროს წევრი, რამუნე დადურაიტე - საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი. 

მათ სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, მასწავლებლებლები და მოსწავლეები ჩვეული შემართებით დახვდნენ. სტუმრებს მოსწავლეებმა სკოლის ისტორია, ტრადიციები და მიღწეული წარმატეტბების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. 

გაიმართა ღონისძიებაც, სადაც მე-6გ და მე-2ა კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს სკოლის ჰიმნი, სიმღერა მეგობრობაზე და საქართველოს ბედნიერ მომავალზე. სკოლის დარბაზში კი ცეკვა ქართული შესრულდა, ასევე, იმღერეს საქართველოზე. 

სკოლაში სტუმრებს დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ, მასწავლებელ ლელა მანდარიასთან ერთად, სააქტო დარბაზში სკოლის წარმატებისა და მიღწევების ამსახველი რამდენიმე კლიპი უჩვენა.

შემდეგ მათ სკოლა დაათვალიერეს. 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 
 
„სტუმრები აღაფრთოვანა ასეთმა ღირსეულმა დახვედრამ, სკოლის ცხოვრების აქტიურმა რიტმმა და ცხოვრებამ. აღტაცებულმა სტუმრებმა შემდეგი სიტყვები დაგვიტოვეს: „პირველი სკოლა ეს არის ცოდნის აკვანი და სამოთხე დედამიწაზე“. ეს სიტყვები ჩვენთვის დიდი მოტივაცია და სტიმულია, რომ კიდევ უფრო მეტი ვიშრომოთ დავიპყროთ სწავლის მწვერვალები“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება