სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტობანიერის საჯარო სკოლაში საინტერესო სტუმარს უმასპინძლეს
03-10-2022
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში „ტელესკოლის“ მასწავლებელ დაჩი ნანობაშვილს უმასპინძლეს. 

ის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს პედაგოგ ლანა ცირამუას ინციატივით, დირექციისა და კოლეგების ხელშეწყობით, შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის მიზანი მოსწავლეების მოტივირება და სხვადასხვა სახალისო აქტივობებით მათემატიკისადმი სიყვარულის გაღვივება იყო. 

პედაგოგი II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეებს ცალ-ცალკე შეხვდა და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები ჩაუტარა.

სკოლაში დაჩი ნანობაშვილს მადლობის სიგელი გადაეცა. მოსწავლეების მის მიერ გამართულ აქტივობებში უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
 
„ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მათთვის საოცნებო და სასიამოვნო სტუმართან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაიგეს ...
გაცისკროვნებული თვალებით შესცქეროდნენ ბავშვები დაჩი მასწავლებლის ,,ჯადოსნური ყუთიდან" ,,ამოფრენილ" სხვადასხვა რესურსებსა და აქტივობებისთვის განკუთვნილ ნივთებს!
ბავშვების ჩართულობითა და თამაშთამაშით ჩატარებული გაკვეთილები დიდხანს დარჩება ჩვენი პატარების მეხსიერებაში.
უღრმესი მადლობა ამ სასიამოვნო დღისთვის დაჩი მასწავლებელს, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა გამონახა დრო და გვესტუმრა. განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ გადაღლილობის მიუხედავად, არ დაზარდა და ყველა კლასს ცალ-ცალკე შეხვდა.
მადლობა ახალგაზრდა და ენერგიულ მასწავლებელს ლანა ცირამუას ამ დღის ორგანიზებისათვის, დაწყებითი კლასების მათემატიკის მასწავლებლებს, დამრიგებლებსა და სკოლის დირექციას, რომელიც ყველა კარგ წამოწყებას ინტერესით, თანადგომით ეკიდება და სტიმულს აძლევს მასწავლებლებს უფრო მეტი სინტერესო იდეები განახორციელონ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება