სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი, ახალ შენობაში, საზეიმოდ დაიწყეს
03-10-2022
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ახალ შენობაში საზეიმოდ განახლდა. 

გაიმართა საზეიმო მიღება, სწავლის დაწყება ერთმანეთს მოსწავლებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა მიულოცეს. სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორიც, რომელმაც ყველას ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. მან ახალგაზრდებს წარჩინებული სწავლისა და ყოფა-ქცევისათვის სიგელები გადასცა.

სკოლაში აღმართეს საქართველოს დროში და ჰიმნი გააჟღერეს. 

სკოლის ახალი შენობა სამსართულიანია, ის 150 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობაში, საკლასო ოთახებთან ერთად, სპორტული და სააქტო დარბაზები მოეწყო, ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა. შენობა ადაპტირებულია, ასევე უზრუნველყოფილია უსაფრთხოების მოთხოვნები.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, პირველ მოადგილე ჯემალ სურმანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ახალი სკოლა მოინახულა. ის სკოლის დირექციის წარმომადგენლებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შეხვდა. 

„ახალი სასწავლო წლის პირველი დღე განსხვავებული და განსაკუთრებული იყო. დიდი ლოდინის შემდეგ დადგა ნანატრი, ისტორიული დღე, ვინაიდან სწავლა განახლდა ახალ სკოლაში. თანამედროვე სტარდარტების შესაბამის გარემოში შეუძლიათ ბავშვებს მიიღონ საჭირო განათლება.
საინტერესო, ნაყოფიერ, ხალისიან, წარმატებებით აღსავსე სასწავლო წელს გისურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება