სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
03-10-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს, ბუშტები გაბერეს, დეკორაცია მოამზადეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი პირველი კლასის მოსწავლეებს კიდევ ერთხელ ულოცავენ.

„გილოცავთ ახალ სასწავლო წელს იდლიანის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს. წარმატებული და ნაყოფიერი წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენთაგანისთვის. განსაკუთრებით გილოცავთ ჩვენს პირველკლასელებს და მინდა გულწრფელად გისურვოთ, რომ თქვენ, ისწავლოთ ახალი რამ არა ნიშნების გულისთვის, არამედ ცოდნის წყურვილის გამო; არა მოწონების ან ჯილდოსთვის, არამედ თქვენი შრომის საბოლოო ნაყოფისთვის. დაე, სწავლა არასოდეს იქცეს რუტინად, მაგრამ ყოველთვის იყოს სიამოვნება და საყვარელი რამ. თქვენ დგახართ ცოდნის ზღურბლზე, ზრდის გზაზე, საინტერესო აღმოჩენების გზაზე! თქვენს წინაშე გაიღო სკოლის კარი, რომელიც ბევრ საინტერესო, უცნობ და ლამაზ რამეს გპირდებათ. ისწავლეთ, დაუკავშირდით, აითვისეთ, მიიღეთ მაგალითი. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, პირველ სასწავლო წელს, პირველ ზარს, ახალ ცვლილებებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება