სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მაღლაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2022-2023 სასწავლო წელი, დიდი შემართებით, საზეიმოდ დაიწყეს
03-10-2022
-
+


15 სექტემბერს, სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე განახლდა. საქართველოს სკოლების კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს, გამონაკლისი არც მაღლაკის საჯარო სკოლა ყოფილა. სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

გაიმართა მიღება, დირექტორმა და პედაგოგებმა იქ მყოფ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, პირველკლასელებს გადაეცათ კომპიუტერები, აღიმართა დროშა, გაისმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი და პირველი ზარიც დაირეკა.

სკოლას ესტუმრნენ სოფელ მაღლაკის გამგებელი ვაჟა ჟორჟოლიანი და საკრებულოს დეპუტატი მაღლაკის თემიდან დევი დოლაბერიძე. მათ პირველკლასელებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაირეს და ყველას წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.

მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს. სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება