სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისში“ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა
30-09-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ სოხუმის დაცემის დღეს აქტივობები მიეძღვნა. 

ისინი სამოქალაქო კლუბისა და ეკოკლუბის წევრებმა, მოსწავლეთა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, განახორციელეს. 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა აქტივობა - „წერილი აფხაზ თანატოლებს“, შეასრულეს. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა საინფორმაციო პრეზენტაცია „ჩვენ დავბრუნდებით“ მოამზადეს. გარდა ამისა, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა დოკუმენტურ ფილმს უყურეს, შემდეგ კი დისკუსია გამართეს. 

აქტივობები პედაგოგების თეა სამხარაძისა და ქეთევან ედიბერიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა. 

აღსანიშნავია, „ანაბასისელები“ კარგად აცნობიერებენ, რომ აფხაზეთი დროებით ჩამოაშორეს საქართველოს და ნატრობენ, მალე იხილონ გაერთიანებული და გაძლიერებული სამშობლო.
 
„29 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა.
აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.
სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა, რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეთანხმებები დაარღვიეს.
სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება