სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პატარები სასექტემბროდ გავახარეთ“- საჯავახოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები ახლადრეაბილიტირებულ ფლიგელში განთავსდნენ
30-09-2022
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოს საჯარო სკოლა დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ჯერ კიდეც 1938 წელს აშენდა.

​სკოლა საკუთარ საქმეზე შეყვარებული, შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერი კადრებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც სასწავლო გარემოს განვითარებასა თუ მოწესრიგებაზე მუდმივად ზრუნავენ.

2022-2023 სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლით დაიწყო. დაწყებითი კლასების მოსწავლეები ახლადრეაბილიტირებულ და კეთილმოწყობილ ფლიგელში განთავსდნენ.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები თავად დირექციისა და პედაგოგების დაუღალავი შრომით განხორციელდა.

„ამ სასწავლო წელს, დაწყებითი (I-IV) კლასების მოსწავლეები, წლების მანძილზე, სკოლის მიერ გაკეთებული ეკონომიით ახლადრეაბილიტირებულ ფლიგელში განთავსდებიან, რომელიც მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო დიდი ხნის განმავლობაში გამოუყენებელი იყო. აღნიშნულ რეაბილიტირებულ ფლიგელში I-IV კლასები სკოლის სხვა მოსწავლეებისაგან დამოუკიდებლად იქნებიან. ფლიგელი ცალკე შესასვლელით, საპირფარეშოებით, მათ შორის ადაპტირებული, ბუფეტის ოთახით არის აღჭურვილი.

საჯავახოს საჯარო სკოლა ერთადერთი სკოლაა საჯავახოს თემში შემავალ სამ სოფელში (საჯავახო, ნიგორზღვა, ჭოგნარი), სადაც თემში შემავალი სამივე სოფლის მოსწავლეებს შეუძლიათ სწავლის გაგრძელება ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე (სოფელ ნიგორზღვასა და სოფელ ჭოგნარში მხოლოდ დაწყებითი და საბაზო საფეხურებია).

სკოლა ამ სასწავლო წელს 98 მოსწავლით დაკომპლექტდა, კიდევ არიან მსურველები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო დადგენილ ვადებში ვერ შეძლეს მობილობა. მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო კონკურსებსა და ოლიმპიადებში აქტიურად მონაწილეობენ, გვყავს გამარჯვებულებიც. 2022 წელს სკოლის კურსდამთავრებულების 50%-მა, ექვსი კურსდამთავრებულიდან სამმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები.

სკოლის შენობა, საკლასო ოთახები რეაბილიტაციას საჭიროებს. დირექციასა და პედაგოგიურ კოლექტივს კარგად გვაქვს გააზრებული ინფრასტრუქტურის მხრივ მოწესრიგებული სასწავლო გარემოს როლი და მნიშვნელობა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში, ამიტომ სკოლა საკუთარი ძალებით შეძლებისდაგვარად ყოველწლიურად აწესრიგებს ინფრასტრუქტურას. სკოლის მიერ გაკეთებული  ეკონომიით და საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ფიზიკური შრომით.

ეკონომიის გაკეთების მიზნით სკოლის დირექციასა და პედაგოგიურ კოლექტივს არც ერთხელ არ მიგვიღია რაიმე ფინანსური წახალისება სკოლის ბიუჯეტიდან. საკუთარი სურვილით განვაცხადეთ უარი ფინანსურ წახალისებაზე იმ მიზნით, რომ გაკეთებული ეკონომიით შეგვძლებოდა ინფრასტრუქტურის ნაწილობრივ მოწესრიგება მაინც.

სწორედ ჩვენი დაუზარელი შრომისა და გაკეთებული ეკონომიის შედეგია ის ახლადრეაბილიტირებული ფლიგელი, რომლითაც პატარა აღსაზრდელები გავახარეთ სასექტემბროდ. რეაბილიტაციამ შეადგინა 94 625. 60 ლარი (მათ შორის ინფრასტრუქტურის სააგენტოს 2014 წლის ნაშთი 33 590. 61 ლარი, ხოლო სკოლის ეკონომიის თანხა - 61 034. 99ლარი). ფლიგელის რეაბილიტაციამ მოხსნა საკლასო ოთახების პრობლემა და კიდევ, უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში დიდი როლს ასრულებს.

დირექცია გამუდმებით ზრუნავს სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის. ამჟამად, სკოლას შეძენილი აქვს ქიმიის ავარიული კაბინეტის რეაბილიტაციის, ბიბლიოთეკის იატაკის რეაბილიტაციის, მწყობრიდან გამოსული ფანჯრების ახალი მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით შეცვლის, არსებული მეტალო- პლასტმასის კარ-ფანჯრების რეაბილიტაციის, გარე ფასადის ნაწილობრივ რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვა, რომელიც 38 779.00 ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებს. ეს სამუშაოები ისევ სკოლის მიერ გაკეთებული ეკონომიით დაგროვილი თანხით შესრულდება უმოკლეს ვადაში. 

საჯავახოს საჯარო სკოლა მომავალშიც სახელოვნად გააგრძელებს საქმიანობას და ქვეყანას აღუზრდის სასახელო მამულიშვილებს“, - ვკითხულობთ საჯავხოს სკოლის პედაგოგების წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება