სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გაუზიარე წარმატება“- ფოთის N12 სკოლის X კლასის დამრიგებელმა მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა ჩაატარა
29-09-2022
-
+


ფოთის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ბავშვებს ხშირად სთავაზობენ ისეთ აქტივობებს, რომლებშიც მოსწავლეები ხალისით მონაწილეობენ.

ამჯერად, X კლასის დამრიგებელმა, შორენა ხახუბიამ 27 სექტემბერს ამავე კლასის მოსწავლეებთან თემაზე - „გაუზიარე წარმატება“ საინტერესო შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებს საკუთარი მიღწევების წარმოჩენა შესძლებოდათ, გამხდარიყვნენ მოტივაციის წყაროები და თანატოლებისთვის გამოცდილება გაეზიარებინათ.

მონაწილე მოსწავლეებმა შექმნეს პრეზენტაციები, სადაც ნათლად წარმოაჩინეს თავიანთი გამოცდილებები, მიღწევები და ემოციები.

და აი, ის მოსწავლეები, რომლებმაც შეხვედრის მიზანი სრულად გააცნობიერეს და საკუთარ წარმატებებზე ისაუბრეს.

  • მეგი მჟავია - ფოთის საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა 2022-ის მონაწილე. მეგიმ შექმნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „ოქროს ტბის პირას“, რომლის რეჟისორი და სცენარისტი თავადაა;
  • ანა გაგულია - დაისახა მიზნად იყოს flex გაცვლითი პროგრამის ფინალისტი, რომელმაც წარმატებით გადალახა ორი ეტაპი და ელოდება მოწვევას მესამე ეტაპში;
  • მარიამ ჩანგელია - მონაწილეობს ფონდ - „ბილივის“ პროექტებში, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი ბავშვების, მოხუცებისა და ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მოსწავლე-ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესება;
  • ანა და მარი დოლბაძეები - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 2006-2007 წლიანებში 16 წლამდე გოგონათა ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ გუნდი „ოქროს ვერძის“ სახელით. ისინი გახდნენ ამ შეჯიბრის ჩემპიონები, ასევე ამ წელს გაიმართა შეჯიბრი 2008-2009 წლებში 14 წლამდე გოგონათა ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა მიიღო 11-მა გუნდმა, აქაც ასევე გახდნენ ჩემპიონები.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეები დიდი აქტიურობით მონაწილეობდნენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება