სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნახშირღელის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა საზეიმო მიღებით დაიწყო
29-09-2022
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს მიესალმა და ახალი სასწავლო წელი მიულოცა სკოლის დირექტორმა ვაჟა ბუიღლიშვილმა, მან აღნიშნა რომ ახალ სასწავლო წელს და ახალ გამოწვევებს სკოლა სრულ მზადყოფნაში ხვდება, აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად და წარმატებულად წარიმართოს. 
საზოგადოებას ამცნო იმ სიახლის შესახებ, რომლის მიხედვითაც მალე სკოლის ექიმი ეყოლებათ. მისი ოთახისთვის უკვე ზოგიერთი ინვენტარი შეძენილია და მიმდინარეობს მოწესრიგება. 

წელს საკლასო ოთახის კარი 17-მა პირველკლასელმა შეაღო. მათ კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად დიდი მონდომებით მოემზადნენ. მათ სწავლის დაწყება პედაგოგებმა და დირექტორმა მიულოცეს. 

სკოლაში აღმართეს საქართველოს დროშა და ეროვნულ ჰიმნს მოუსმინეს. 

„საგანგებოდ მორთულ მოწესრიგებული საკლასო ოთახები და მონატრებული აღმზრდელი პედაგოგები მოუთმენლად ელოდნენ თავიანთ მოსწავლეებს. წელს ნახშირღელის საჯარო სკოლაში 17-მა პირველკლასელმა შემოაბიჯა. მათ სკოლისაკენ მიმავალი გზა დაულოცა წლევანდელმა კურსდამთავრებულებმა რომელთა უმეტესი ნაწილი სტუდენტი გახდა. ეს დალოცვა სტიმულის მომცემი იქნება თითოეული მოსწავლისთვის რომ მათი შრომა შედეგს გამოიღებს და მომავალში ისინიც წარმატებული სტუდენტები იქნებიან. დირექტორის სიტყვის დასასრულს აჟღერდა  საქართველოს ჰიმნი, ასწიეს დროშა, დაირეკა ზარი და მიაშურეს მოსწავლეებმა თავიანთ საკლასო ოთახებს სადაც მონატრებულმა აღმზდელმა პედაგოგებმა გულში ჩაიკრეს მოსწავლეები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება