სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყემლანის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
29-09-2022
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი განსაკუთრებულად საზეიმო ვითარებაში დაიწყო. მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს სიხარულით შეხვდნენ.

სწავლის დაწყება პედაგოგებმა და მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიებების ფარგლებში იზეიმეს. პირველი დღის მრავალფეროვანი აქტივობები სახელმწიფო დროშის აღმართვითა და ჰიმნის გაჟღერებით დაიწყო, ხოლო დასრულდა წარმატებული მოსწავლეებისთვის სიგელების გადაცემით.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მისვლა განსაკუთრებით ემოციური პირველკლასელებისთვის იყო, რომლებსაც საზეიმოდ ბუკები გადასცეს და პედაგოგმა ბავშვებს ლამაზად გაფორმებული საკლასო ოთახი დაახვედრა. პირველკლასელებმა ასევე საზეიმოდ წარმოსთქვეს ლექსები და სასკოლო ცხოვრება დაუვიწყარი მოგონებებით დაიწყეს.

საზეიმო ღონისძიებაზე სასწავლო წლის დაწყება სასკოლო საზოგადოებას დირექტორმა, ვალია (ლალი) ენდელაძემ მიულოცა. 

დირექტორმა, ვალია (ლალი) ენდელაძემ შეკრებილებს წარმატებული წელი და კარგი სწავლა უსურვა.

​„ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო - ყველას გილოცავთ ახალ სასწავლო წლის დაწყებას. მშვიდობიან, წარმატებულ და ნაყოფიერ წელს გისურვებთ“, - ვკითხულობთ დირექტორის, ვალია (ლალი) ენდელაძეს მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება