სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მედანის თემის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ
28-09-2022
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ განახლდა. 

სკოლაში აღმარეთეს დროშა და მოუსმინეს საქართველოს ჰიმნს. გარდა ამისა, უდიდესი სიხარულით მიიღეს ერთადერთი პირველკლასელი, მას კომპიუტერები და წიგნები გადაეცა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გასული სასწავლო წელი სკოლის კურსდამთავრებულთათვის წარმატებული იყო. მათ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ. მათმა ნაწილმა სახელმწიფო დაფინანსებაც მოიპოვა. 

წარმატებული კურსდამთავრებულები არიან:

  • ნინო მიქავა - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 70% გრანტი;
  • ნანა კვარაცხელია -.შოთა მესხიას ზუგდიდის სახემწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  • მარიამ ქანთარია -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 70% გრანტი;
  • ნინო ჭეჟია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 50% გრანტი;
  • გიგი ცუცქირიძე -  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU);
  • ანდრეს აკობია - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ). 
სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის ადწყებას ყველას - მოსწავლეებს,მშობლებს,პედაგოგებს.გისურვებთ,რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული თქვენგანისთვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელს, გვანცა მიქავას, რომელმაც პირველად ჩვენი სკოლის კარი შემოაღო, რათა სრულყოფილი ცოდნა მიიღოს. ამ ცოდნით კი როცა დაფრთიანდება, ჩვენს ქვეყანას ემსახუროს და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიოს სამშობლოს.
სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავთ ჩვენი სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს.
გილოცავთ ყველას ამ ახალ ცხოვრებაში საკმაოდ სერიოზული გზის დაწყებას. ამაყად გევლოთ თქვენს მიერ არჩეულ გზაზე, ჩვენ მუდამ თქვენი გულშემატკივრები ვიქნებით. მტკიცედ გვჯერა, ბედნიერი და გაბრწყინებული საქართველოს საამაყო შვილები იქნებით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება