სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N4 საჯარო სკოლის გუნდმა ბიზნეს ოლიმპიადაში 1-ლი ადგილი მოიპოვა
04-04-2018
-
+


ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის N4 საჯარო სკოლის გუნდმა ბიზნეს ოლიმპიადის - „მომავლის ბიზნესმენები“ სუპერფინალში 1-ლი ადგილი მოიპოვა.

გუნდის წევრები მეთერთმეტეკლასელები - ლაშა ნოზაძე, საბა დავლაშერიძე, ლუკა გიუნაშვილი, ქეთევან მჭედლიშვილი არიან. გუნდის მენეჯერი თორნიკე ბულალაურია.

ამასთან, ინტელექტუალური შეჯიბრის ფინალური თამაშის სააპელაციო საბჭოს მე-4 სკოლის მეთერთმეტეკლასელი ლაშა სეფიაშვილი თავმჯდომარეობდა.   

საქართველოს ბიზნესის აკადემიის (SBA) ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადის სუპერფინალი გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატულ თეატრში გაიმართა.

ოლიმპიადაში რუსთავის ცხრა საჯარო სკოლის შიდა შესარჩევ თამაშებში გამარჯვებული, XI -XII კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი მონაწილეობდა. 

მეოთხესკოლელები ფულადი პრემიით (1200 ლარი) და საქართველოს ბიზნესის აკადემიის სასწავლო გრანტით დაჯილდოვდნენ. 

ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მეოთხე სკოლას რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ლოგო -  ქალაქის გერბი გადასცა.

გარდა ამისა, გამარჯვებული გუნდის მიერ წარდგენილ ბიზნეს პროექტს რუსთავის მერია 500 ლარით დააფინანსებს.

ბიზნეს ოლიმპიადა 2016 წლიდან ტარდება. ოლიმპიადის ძირითადი მიზანია, დაეხმაროს სკოლის მოსწავლეებს, თანამედროვე საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაში და მომავალში დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენაში.  

ოლიმპიადა საქართველოს ბიზნესის აკადემიის და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის (SEPIA) ორგანიზებით, რუსთავის მერიისა და რუსთავის ამერიკული კუთხის მხარდაჭერით გაიმართა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება