სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედა ბზვანის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
27-09-2022
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზვანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

გაიმართა მრავალფეროვანი ღონისძიებაც, მასში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთად შეასრულეს სახელმწიფო ჰიმნი. შემდეგ პედაგოგებმა მათ სიტყვით მიმართეს და სწავლის დაწყება მიულოცეს. 

ისინი მოსწავლეებს მოუთმენლად ელოდნენ და სკოლაში დახვედრაც შესაბამისი მოუწყვეს. კომპიუტერი და კუთვნილი წიგნები გადაეცა პირველი კლასის მოსწავლესაც. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია. ამავე ზაფხულს აშენდა და კეთილმოეწყო სპორტული აქტივობების ოთახი, რომელიც ინვენტარით სრულად აღჭურვილია, განთავსდა ჭადრაკის დაფაც. სკოლაში ამბობენ, რომ ეს მოსწავლეების ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას ხელს შეუწყობს.

„სკოლაში პირველი დღე ბავშვობისა და ახალგაზრდობის ზეიმია, სიხარულის დღესასწაულია, მონატრებული მეგობრების, მილოცვების დღეა. პედაგოგებმა სიტყვით მიმართეს ბავშვებს და განუმარტეს, რომ სკოლა საოცარი ციხე-სიმაგრეა, ხოლო ამ ციხე-სიმაგრეში შრომა და მოთმინება აუცილებელი ინსტრუმენტებია ცოდნის სამეფოში სამოგზაუროდ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება