| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის N7 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ჯუგაშვილი და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნანა ქიბიშაური ესეების კონკურსის 12 გამარჯვებულს შორის მოხვდნენ.
კონკურსი „ჩემი ევროპა“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ჩაატარა.
მათ 700-მდე ნაშრომიდან 12 საუკეთესო ამოარჩიეს და გამარჯვებული მოსწავლე და მასწავლებელი დააჯილდოვეს.
გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ლოპოტას ტბაზე მიიწვიეს, სადაც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ ტრენინგი ჩატარდა.
გამარჯვებულებს სერტიფიკატები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გადასცა.
თელავის N7 საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეს და მასწავლებელს გამარჯვებას.IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს