სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ელიტურ სკოლა „გორდაში“ ენების ევროპული დღე საინტერესოდ აღინიშნა
27-09-2022
-
+


ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდაში“ ევროპული ენების შესწავლას უდიდესი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებისთვის ამ მხრივ სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობები ხშირად იმართება.

26 სექტემბერს, ენის შესწავლისა და კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით, ელიტური სკოლა „გორდა“, ტრადიციულად, ყოველწლიურად ენების ევროპულ დღეს აღნიშნავს.

მოსწავლეებმა ეს დღე საინტერესო აქტივობით იზეიმეს. ბავშვებმა სხვადასხვა როლები მოირგეს, რათა საუკეთესო ქვეყანა შეერჩიათ და მისთვის ლიდერის სტატუსიც მიენიჭებინათ. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ქართული ტრადიციული ცეკვებიც შეასრულეს, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და დაუვიწყარი გახადა.

„მსოფლიოში პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, წელს „გორდელებმა“ მისი აღნიშვნა, წინა წლებისგან განსხვავებით, სხვა ამპლუაში გადაწყვიტეს.

მოსწავლეები, ვითომ, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც მივიდნენ კონგრესზე, სადაც უნდა შეერჩიათ საუკეთესო ქვეყანა და ლიდერის სტატუსის მინიჭებაც გადაეწყვიტათ. ხანგრძლივი კამათის, დავისა და უთანხმოების შემდეგ, მათ წაახალისეს, ერთი შეხედვით, ყველაზე პატარა ქვეყანა,- საქართველო, რომელიც მსოფლიოს მშვიდობიან ცხოვრებას, რესურსების გაზიარებას და მხარდაჭერას სთავაზობს კამათის ნაცვლად“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ენების ევროპული დღის აღნიშვნა, ევროპული საბჭოს ინიცირებით, 2001 წლიდან იღებს სათავეს. ინიციატივის მიღება იყო ენების ევროპული წლის ნაწილი, კამპანია, რომელიც ემსახურებოდა ლინგვისტური ცნობიერების ხელშეწყობასა და ენების ათვისების წახალისებას მთელს ევროპაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება