სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პატრიოტი დიასპორელი“- წყალტუბოს N1 სკოლაში სტარტი უდიდესი მნიშვნელობის პროექტმა აიღო
27-09-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პროექტმა „პატრიოტი დიასპორელი“ სტარტი აიღო. 

აღნიშნული პროექტი ფონდ „საქართველოს ემიგრანტების“ ხელმძღვანელობით იმართება. ის უცხოეთში მყოფი, ეთნიკურად ქართველი მოზარდების, საქართველოს საჯარო სკოლებში, მათთვის ხელსაყრელ კალენდარულ დროს, გაკვეთილებზე დასწრებას ითვალისწინებს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდები თავიანთ ფესებს არ მოსწყდნენ. 

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა პროექტი განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთო. ამ სკოლაში გაკვეთილებზე დასწრება საბერძნეთში მცხოვრებმა მოზარდებმა ლილე და თევდორე მაისურაძეებმა გადაწყვიტეს. ისინი, პროექტის ფარგლებში, რამდენიმე კვირა სწორედ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ისწავლიან. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტის ფარგლებში, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას პროექტის ხელმძღვანელმა ქეთევან კინწურაშვილმა და ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის N41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლის დირექტორმა გენად მარგველაშვილმა პატრიოტი სკოლის ტიტული მიანიჭეს.

ჩატარდა მრავალფეროვანი და ძალზედ საინტერესო ღონისძიება „მშობელ მიწაში მიდგას ფესვები“. მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი წარმოადგინეს - იმღერეს, იცეკვეს და სიტყვით გამოვიდნენ. 

ღონისძიებას სტუმრებიც ესწრებოდნენ. 

„მობრძანებულმა სტუმრებმა: პარლამენტარმა ბატონმა გივი ჭიჭინაძემ, ქალაქ წყალტუბოს მერმა გენად ბალანჩივაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა, მერაბ კვიცარიძემ, ელისო ქაროსანიძემ, ხათუნა მაღლამელიძემ და სხვებმა დადებითად შეაფასეს დღევანდელი დღე და შემდეგი სიტყვები წარმოსთქვეს: ეს იყო „ქართული გენის სულისა და ხორცის ზეიმი“.
ჩვენი სკოლისთვის ისტორიული დღე იყო იმ მხრივაც, რომ უამრავი საპატიო და სათაყვანებელი სტუმარი გვსტუმრობდა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ოთხი მთავარი ცვლილება მასწავლებელთა გამოცდის ჩატარების წესში - მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება