| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალის საჯარო სკოლაში მშვიდობის საერთაშორიო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკავშირებით, კედლის გაზეთი მოამზადეს. მოსწავლეები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. გაზეთში ამ დღის მნიშვნელობაზე ინფორმაცია დაიტანეს და ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს.
„არა ომს! მშვიდობა მსოფლიოში! მშვიდობა ჩვენი უფლებაა!“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი.
მშვიდობის საერთაშორისო დღე ყოველ წელს 21 სექტემბერს გლობალური ცეცხლის შეწყვეტის და ძალის არგამოუყენებლობის მხარდასაჭერად აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1981 წელს დააწესა. ეს ის დღეა, როდესაც ადამიანები უნდა დაფიქრდნენ ომის საშინელებებზე და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საჭიროებაზე.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში