სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ ჩამოვაყალიბოთ კომპლექსური დავალების პირობა სწორად?
06-10-2022
-
+


კომპლექსური დავალების მიზანი მოსწავლეების მიერ შემოქმედებითი პროდუქტის დამზადებაა. შემოქმედებითში არ იგულისხმება მაინცდამაინც მხატვრული ნაწარმოების დაწერა, ხელოვნების ნიმუშის შექმნა და მსგავსი ტიპის  დავალებები, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ კომპლექსური დავალების ფარგლებში მოსწავლეებმა სწორედაც რომ შედევრები შექმნან.

მოსწავლეებს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა რომ გაუმარტივდეთ, საჭიროა, მათ დავალების პირობა სწორად მივაწოდოთ. პედაგოგმა კომპლექსური დავალება ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაგეგმოს და რაც მთავარია, თითოეული საფეხური დაწვრილებით უნდა განუმარტოს მოსწავლეებს.

კომპლექსური დავალების წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია 3 რამის გათვალისწინება:

დავალების პირობის გაცნობა და დეტალური ინსტრუქცია - მკაფიოდ აჩვენეთ მოსწავლეებს, რა შემოქმედებითი პროდუქტი უნდა შეიქმნან, რა მოეთხოვებათ კონკრეტულად? ხშირად, კომპლექსური დავალებები მოსწავლეებში გაურკვევლობას იმიტომ იწვევს, რომ ბავშვები ვერ იგებენ, თუ რა აქვთ გასაკეთებელი, ზეპირად უნდა ისაუბრონ? უნდა დაწერონ? უნდა დახატონ? უნდა მოიფიქრონ? ამიტომ, სანამ დავალებაზე მუშაობას დაიწყებენ, კარგად განუმარტეთ მათ, თუ რა უნდა იყოს საბოლოო პროდუქტი.

აღნიშნეთ რომელი საკითხის ან საკითხების შესახებ გსურთ, რომ გამოავლინოს მოსწავლემ თავისი ცოდნა - მაგალითად: შესწავლილი ტექსტის პერსონაჟის დახასიათება გსურთ თუ სხვა პერსონაჟთან შედარება? იქნებ ავტორის სათქმელი დადგენა? ან იქნებ მოსწავლის ფანტაზიის უნარი გაინტერესებთ და უფლებას აძლევთ, ტექსტი საკუთარი შეხედულებით დაასრულოს? შესაძლოა, გაინტერესებდეთ, თუ რა გაახსენა მოსწავლეს შესწავლილმა ტექსტმა/პერსონაჟმა, კომპლექსური დავალების მთავარი არსი ხომ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებაა?! სწორედ ამიტომ ისევ და ისევ, მოსწავლეს კონკრეტულად მიუთითეთ, თუ რა უნდა გააკეთოს და რა მხრივ უნდა წარმოაჩინოს ცოდნა.

წინასწარ განსაზღვრეთ კრიტერიუმები, რომლითაც დადასტურდება, დავალება რამდენად კარგად არის შესრულებული - კომპლექსური დავალებისთვის აუცილებელია შეფასების კრიტერიუმების შედგენა. თუ მოსწავლეებს შეფასების კრიტერიუმები წინასწარ ეცოდინებათ, დავალებაზე მუშაობა მეტად ეფექტიანი იქნება, საბოლოო პროდუქტი კი იმ მიზანთან მიახლოებული, რასაც პედაგოგი დაისახავს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება 

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

მოსწავლეები ასევე შეუერთდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას

ბალღოჯიანის საჯარო სკოლა თამარ კირიაკოვს გულითადად ულოცავს ამ მნიშვნელოვან აღიარებას
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება