სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტახტისძირის საჯარო სკოლის პედაგოგ ნანა კობახიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
26-09-2022
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის საჯარო სკოლის პედაგოგ ნანა კობახიძეს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა“ საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიანიჭა.

პედაგოგმა სამადლობელი წერილი გამოაქყვეყნა, სადაც განსაკუთრებულ მადლობას თავის მოსწავლეებს უხდის. 

თავის მხრივ, სკოლაში ნანა კობახიძის მიღწევით ამაყობენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ. 

პედაგოგის მადლობის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს სიხარულში თანადგომა ისე მწყურია...“

ეს მადლობის წერილია, რომელსაც ერთი პატერიკის გახსენებით დავიწყებ... ერთი ბერის სასიკვდილო სარეცელთან შეკრებილი ძმები შეაშფოთა მომაკვდავის ცრემლებმა და შეწუხებულებმა ჰკითხეს, განა ყოველი გასაჭირის ჟამს შენს გვერდით არ ვიყავითო? რაზეც ბერმა ტკივილით უპასუხა, რომ სიხარულის გამზიარებელი არასდროს ჰყოლია გვერდით...

მე არ ვიცი, რამდენმა ადამიანმა გაიზიარა ჩემი სიხარული...

თუმცა, მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო პირველ რიგში უფლის მიმართ, რომელსაც, ადამიანებისაგან განსხვავებით, არასოდეს ვავიწყდებით და დროდადრო ამქვეყნიური სიხარულებითაც გვამხნევებს და გვანუგეშებს - „კეთილისმყოფელო ჩვენო მაცხოვარ, დიდება შენდა!“

მადლობა ჩემს ოჯახს, სადაც დაბადებიდან დღემდე ვსწავლობდი მასწავლებლობას და რომლის თითოეული წევრი, ჩემზე მეტად თუ არა, არანაკლებად იმსახურებს იმ საპატიო წოდებას, რომლის მონიჭების სიხარულსაც დღეს თქვენ გიზიარებთ.

მადლობა ქარელის მეორე საჯარო სკოლას, სადაც პირველად შევუდექი ამ საპასუხისმგებლო და საპატიო მისიის შესრულებას და რომლის პედაგოგებიც და ყოფილი მოსწავლეებიც დღემდე ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.

მადლობა ჩემს გიმნაზიას - ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიას, სადაც ყოველთვის „შინ“ ვარ, რომელსაც ჩემი შეგნებული ცხოვრების 20 წელზე მეტი მივუძღვენი, რომელიც ტკივილამდე მიყვარს და რომელზეც უცრემლოდ ვერასოდეს ვსაუბრობ...

მადლობა ტახტისძირის საჯარო სკოლას, სადაც ყოველთვის სიხარულით მიმეჩქარება და სადაც დაუჯერებლად მოსიყვარულე პედკოლექტივი და ცამდე წრფელ-თვალებიანი ბავშვები მხვდებიან...

მადლობა დვანის საჯარო სკოლას, სადაც ჩემმა ფესვებმა მიმიყვანა... სადაც ყოველი მისვლისას ვხვდები, რომ ჩემიანები არიან და უპირობოდ ვუყვარვარ...

მადლობა ქარელის რესურსცენტრს, რომელმაც მოთხოვნილი კრიტერიუმების მიხედვით, ამ საპატიო წოდებაზე წარსადგენად ჩემი კანდიდატურა შეარჩია...

მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლის გადაწყვეტილებამაც სტიმული და ძალა მომცა, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით და სიყვარულით განვაგრძო მასწავლებლის საპატიო საქმიანობა.

მადლობა ბატონ ბერიკა შუკაკიძეს, რომლის ბრძანებითაც მე საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მომენიჭა.

მადლობა ჩემს მეგობრებს, ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც უბრალოდ წრფელი გულით გაიხარა ჩემი სიხარულით...

მადლობა ჩემს სიახლოვეში მყოფ იმ ადამიანებსაც, ვინც შურისა თუ ამპარტავნების გამო ვერ გაიზიარა ჩემი სიხარული და რომელთა უსიყვარულობის მოთმენა კიდევ უფრო გვაახლოებს უფალთან...

და ბოლოს, მადლობა ჩემს ყველა ყოფილ და ახლანდელ მოსწავლეს, რომლებსაც ყველაზე გულწრფელად გაეხარდათ ჩემი ჯილდო და რომელთა გარეშეც, უბრალოდ მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი“,- წერს პედაგოგი ნანა კობახიძე. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ოთხი მთავარი ცვლილება მასწავლებელთა გამოცდის ჩატარების წესში - მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება