| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი განახლებულ შენობაში დაიწყო.
გაიმართა ღონისძიებაც, სკოლის დირექტორმა თინათინ ბეჟაშვილმა საზოგადოებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან შეყრილაძე წარუდგინა.
სტუმრებმა სწავლის დაწყება სასკოლო საზოგადოებას მიულოცეს.
სკოლის შენობა მთლიანად მოსწავლეების საჭიროებებს მოერგო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
ეზოში დაწყებული ღონისძიება შენობაში გაგრძელდა. საყოველთაო მოწონება დაიმსახურეს სკოლის მოცეკვავეებმა, მომღერლებმა, ნორჩმა დეკლამატორებმა, რომლებმაც სასწავლო გარემოში დაბრუნების გამო დიდი სიხარული გამოხატეს. მოსწავლეებმა სკოლის ისტორიის შესახებ პრეზენტაციაც გამართეს.
„ახალი სასწავლო წელი ახალ გარემოში. უჩვეულო განწყობა იგრძნობოდა სკოლაში. განახლებული შენობა, მოსწავლის საჭიროებაზე ადაბტირებული გარემო და კარ-მიდამო ხალისიანი აქტივობებით აივსო. მოსწავლეები, მშობლები, სტუმრები მადლიერებას გამოხატავდნენ სასწავლო გარემოს განახლების გამო“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში