სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალკის N1 საჯარო სკოლაში რესურსოთახი და ლინგაფონის კაბინეტი მოეწყო
26-09-2022
-
+


წალკის N1 საჯარო სკოლაში რესურსოთახი და ლინგაფონის კაბინეტი მოეწყო. 

სკოლაში პროექტის - „ეს წალკაა" ფარგლებში სოციალური ინიციატივა - „ინკლუზია განათლებისთვის", განხორციელდა. კაბინეტებიც სწორედ ამიტომ მოეწყო. 

შედეგად, სკოლაში სსსმ მოსწავლეებისთვის უნივერსალური დიზაინის პრინციპებით ადაპტირებული გარემო შეიქმნა, სადაც მათ შესაძლებლობის მაქსიმალურად რეალიზების საშუალება ეძლევათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მის მოწყობაში წვლილი წარმატებულმა კურსდამთავრებულებმაც შეიტანეს. მათ თანხა ფონდში ჩარიცხეს, რაც მთლიანად ამ საქმეს მოხმარდა.

სკოლაში მათ მადლობას უხდიან და შესრულებული საქმით ამაყობენ.

„საბოლოოდ დავასრულეთ ოთახის მოწყობა, შემონახული მადლობების დროც დადგა. დონორისგან მიღებული თანხის გარდა, აუცილებელი იყო სკოლის კონტრიბუციაც, რაც ჩვენი დეფიციტური ბიუჯეტისთვის შეუძლებელი იყო. კურსდამთავრებულთა ფონდის შექმნის მიზნით, შევეხმიანეთ სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს და ვთხოვეთ დახმარება. ჩვენი შეტყობინებიდან 1 წუთში ლევან ალიმბარაშვილის ჩარიცვა აისახა, რასაც მოჰყვა ჯაბა ხინიკაძის, კობა აბულაძის, ირაკლი ზოიძის, გიორგი ფურცელაძის, გვანცა სუბელიანის, თინიკო ახალაძის, თამარ წერედიანის, ნინო წერედიანის ჩარიცხვები. საღამოს კი უცხოეთში მყოფი ჩვენი კურსდამთავრებული - გიორგი გვიჩიანი შემეხმიანა და მითხრა, რომ თანადაფინანსების მთელ თანხას ჩარიცხავდა. გიორგისგან ეს სკოლისთვის გაწეული პირველი ქველმოქმედება არ არის. მოკლედ, საჭიროზე მეტი თანხა შეგროვდა და პროექტიც წარმატებით განხორციელდა.
უღრმესი მადლობა წალკის LAG-ს ნდობისთვის და ჩვენს კურსდამთავრებულებს - უდიდესი მხარდაჭერისთვის! 
უთქვენოდ ამას ვერ შევძლებდით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება