სიახლეები
სკოლები

წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი - გუბისწყლის საჯარო სკოლაში წყალტუბოს N1 სკოლის ინგლისური ენის კლუბს უმასპინძლეს
26-09-2022
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლაში, ინგლისური ენის მასწავლებლის ნინო ცხაკაიას ინიციატივით, ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბ „ალბიონის“ მეურვეს, წამყვან მასწავლებელს ლელა მანდარიასა და ამავე კლუბის რამდენიმე წევრ მოსწავლეს უმანსპინძლეს. 

სტუმრები, N1 საჯარო სკოლის დირექტორის, ფაქიზო ფანჩულიძის ხელშეწყობით, ორივე სკოლის გაერთიანებულ საკლუბო აქტივობაში აქტიურად ჩაერთნენ და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

აღსანიშნავია, რომ არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, გუბისწყლის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კლუბი „LINGUA “2019 წლიდან ფუნქციონირებს. ის შვეიცარიელმა ხელოვანებმა საერთაშორისო პროექტ  „წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალის“ ფარგლებში საზეიმოდ გახსნეს.  

სკოლაში გამართული შეხვედრა სიმბოლურად ენების ევროპულ დღეს უკავშირდებოდა. 

საკლუბო მუშაობა ისეთ საკუთხებზე წარიმართა, როგორიცაა კრეატიულობა, კრიტიკული აზროვნება, გუნდურად მუშაობა,
ლიდერობა, ინიციატივა, კომუნიკაცია, ციფრული წიგნიერება და პრობლემის გადაჭრა. 

პროცესმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

„ინგლისური ენის კლუბის სამუშაო გეგმით, ხელმძღვანელ ნინო ცხაკაიას მიერ, დაიგეგმა სკოლათა თანამშრომლობის პრაქტიკის დამკვიდრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება.
გამომდინარე აქედან, ნინო ცხაკაიამ, რომელიც ასევე გახლავთ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამა „განათლების მეცნიერებების“ დოქტორანტი, აჩვენა, რომ სკოლათა თანამშრომლობა წარმატებული პრაქტიკაა საგანმანათლებლო სისტემაში და მოაქვს არაერთი ბენეფიტი როგორც სკოლის, თემის, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების კუთხით. მომავალშიც, აკადემიური მიზნით იგეგმება გაცვლითი ვიზიტები და პროექტებზე დაფუძნებული სწავლება სკოლათა თანამშრომლობის პრაქტიკის ხელშესაწყობად. ისეთი ინიციატივები, კი როგორიცაა საზაფხულო თუ ზამთრის სკოლები, ბანაკები ან მოსწავლეთა კონფერენციები, ხელს უწყობს როგორც აკადემიური მიზნების მიღწევას, ისე სასკოლო და თემის ურთიერთობის გაუმჯობესებასა და ახალი ინიციატივების გაჩენას“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სტუ აღარ გაერთიანდება თსუ-სთან - პრემიერის გადაწყვეტილება

„ჩნდება საერთო ინტერესები, ემოციური ბმა მშობელსა და შვილს შორის, რაც ვფიქრობ, ტექნოლოგიების საუკუნეში ძალიან დიდი მიღწევაა“

„ცვლილება ზიანს აყენებს მასწავლებლის პროფესიის ისედაც მყიფე რეპუტაციას“-მასწავლებელის მომზადების 300 კრედიტიანი პროგრამის გაუქმებას ილიაუნი ეხმაურება

„მოსწავლეზე მოძალადე პედაგოგი სკოლაში დატოვეს, მე გამათავისუფლეს“ - N24 სკოლის ყოფილი დირექტორი, გიორგი კაკაბაძე საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება

სკოლასთან მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება