| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის N3 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე მარინა აროსია მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge დიდი ინტერესით არის არის ჩართული და წარმატებასაც აღწევს.
izrune.ge-ს საზაფხულო პროექტში - „გაიცანი საქართველო“ აქტიური მონაწილეობისთვის და ბრწყინვალე შედეგებისთვის ბეჯით და წარმატებულ იზრუნელს izrune.ge-ს დიპლომი უკვე გადაეცა.
როგორც მარინა აროსია გვიყვება, izrune.ge-მ სწავლისა და შრომის მნიშვნელობა ნათლად დაანახა.
„მე ვარ მარინა აროსია, ქალაქ სენაკის N3 საჯარო საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე, ჩართული ვარ izrune.ge-ს პროექტში, რომელიც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია თავისი საკითხებით. izrune.ge-მ უპირველეს ყოვლისა, მასწავლა შრომის მნიშვნელობა და მომანიჭა უამრავი სიხარული, რისთვისაც უღრმესი მადლობა ამ პროექტის მთელ შემოქმედებით გუნდს, ასევე მადლობა, ჩემს მზრუნველ განათლების პირად მენეჯერს- ქალბატონ ელენეს, მადლობა ჩემს სკოლას, დირექტორს -ქალბატონ მაკა ნანეიშვილს, ჩემს პირველ მასწავლებელს -ქალბატონ ნათია მურღულიას, რომელმაც თავიდან შემაყვარა შრომის ფასი და ცოდნის მნიშვნელობა, მადლობა ჩემს უსაყვარლეს დამრიგებელს -ქალბატონ თეა ეჯიბიას, ასევე უდიდესი მადლობა ჩემს თითოეულ პედაგოგს გაწეული შრომისთვის და ოჯახს გვერდში დგომისთვის“,- აღნიშნავს მოსწავლე.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში