სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაე, დიდი გამარჯვებების წელიწადი ყოფილიყოს“- თბილისის N192 სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს დირექციამ გრანდიოზული საზეიმო დახვედრა მოუწყო
23-09-2022
-
+


15 სექტემბერს, თბილისის N192 საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს. 

სკოლის დირექციამ, დირექტორ ნატო გოჩალეიშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო. საქართველოს ჰიმნის ფონზე საზეიმოდ აღიმართა სახელმწიფო დროშა. სკოლის ეზოში შთამბეჭდავი წარმოდგენა გაიმართა, შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრები. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.

სკოლაში განსაკუთრებულად იზრუნეს პირველკლასელთა განწყობასა და მოტივაციაზე: ყველაზე პატარებს სკოლაში სადღესასწაულოდ მორთული საკლასო ოთახები დახვდათ, ბავშვებს საზეიმოდ გადაეცათ მათი კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები. პედაგოგების გულთბილმა დახვედრამ კი პატარებს სწავლის პირველი დღეის მღელვარება სულ გადაავიწყა.

სკოლის დირექტორი ნატო გოჩალეიშვილი სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„გილოცავთ, ახალი 2022-23 სასწავლო წლის დაწყებას!

დაე, ეს წელი ყოფილიყოს დიდი გამარჯვებების წელიწადი. გისურვებთ, თქვენი სურვილებისა და მოლოდინების ასრულებას. ჩვენც, ჩვენის მხრივ შევეცდებით, რომ თითოეულმა თქვენთაგანმა მიიღოს სკოლისაგან ცოდნა და მასთან ერთად სითბო და სიყვარული. დაე, ჩვენი სკოლა ყოფილიყოს თქვენთვის სწორედ ის სანთელი, რომელიც იწვის და ირგვლივ სინათლეს ასხივებს და სითბოს აფრქვევს.

ჩვენს მასწავლებლებს და არა მხოლოდ, ჩვენი სკოლის დიდ თანამეგობრობას, გისურვებთ ნათელ და თბილ დღეებს, რომ ყოველ დღე სკოლაში მოგვიხაროდეს და ერთმანეთს ცხოვრებას ვუმსუბუქებდეთ და ვულამაზებდეთ.

და ბოლოს, როგორც ენერგიის მუდმივობის კანონიდან ვიცით, სხვათა შორის, დიდი შოთაც ამას გვეუბნებოდა „რასაცა გასცემ შენიაო“, ჩვენს მიერ გაცემული დიდი სიყვარული, სითბო, ცოდნა და ზრუნვა, უკანვე დაგვიბრუნდება. კეთილი სურვილებით, თქვენი ნატო გოჩალეიშვილი(დირექტორი)“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება