სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეებს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ
04-04-2018
-
+


სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის გაძლიერებასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ ერთობლივად შემუშავებულ ცვლილებების პროექტს, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სკოლებში სავალდებულო ხდება ვიდეოკამერების დამონტაჟება. გარდა ამისა, აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად მოსწავლეს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ:

„პროექტის თანახმად, დამტკიცდება განათლების სამინისტროს, შს სამინისტროსა და მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციის და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა რისკ-ჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას. სავალდებულო ხდება სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება. ასევე, ამ ცვლილების შედეგად, მანდატურის კანდიდატის მიმართ მოთხოვნები იცვლება. კერძოდ, ახალი მოთხოვნების თანახმად, კანდიდატს ზოგად განათლებასთან ერთად, უნდა ჰქონდეს პროფესიული ან უმაღლესი განათლება და უნდა იყოს მინიმუმ 21 წლის ასაკის. მანდატურის მოსამზადებელი კურსების პროგრამაში, სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, გათვალისწინებულია ფიზიკური და პრაქტიკული მომზადება. ამასთან, განათლების მინისტრი დაამტკიცებს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს. პირადი გასინჯვა იცვლება უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერებით, რაც გულისხმობს მოსწავლის მეტალოდეტექტორით დათვალიერებას აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად, მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა აუცილებლად სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს და სიახლეა ასევე მანდატურის ვალდებულება, შეადგინოს წერილობითი ოქმი მოსწავლის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ, რაც მოსწავლის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცვლილებების პროექტი, რომელიც მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა, უახლოეს მომავალში განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება