ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს
22-09-2022
დაკოპირებულია
-
+
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.