სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N72 საჯარო სკოლაში სწავლის პირველ დღეს პირველკლასელებს შთამბეჭდავი ღონისძიებით დახვდნენ
22-09-2022
-
+


თბილისის N72 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი განსაკუთრებულად დაიწყო.

მართალია, სკოლამ სასწავლო წლის პირველი 2 კვირა ონლაინ ფორმატში, სარემონტო სამუშაოების გამო დაიწყო, მაგრამ მოსწავლეებისთვის დირექციას გული არ დაუწყვეტია.

სასწავლო წლის პირველი დღე საზეიმო ვითარებაში განახლდა. სკოლის ეზოში შეკრებილ სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება დირექციამ მიულოცა და ამაღლებული განწყობისთვის ანიმაციური გმირებიც დაახვედრეს.

პატარებისთვის ეს დღე ძალზედ დაუვიწყარი იყო. აღნიშნულ ღონისძიებაში სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი მონაწილეობდა, რისთვისაც დირექციამ მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„ძვირფასო თბილისის N72 საჯარო სკოლელებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! მართალია არასაკლასო გარემოში, სულ რაღაც 2 კვირით ონლაინ რეჟიმში! მაგრამ სამაგიეროდ, მალე შევალთ გალამაზებულ სკოლაში!

გველოდება ბევრი სიახლე, საინტერესო სასწავლო პროცესი, პროექტები, ღონისძიებები! წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ ყველას!

ჩვენს პირველკლასელებს გული არ დავწყვიტეთ, გავულამაზეთ პირველი დღე. მოვეფერეთ და წიგნებითა და ბუკებით გავუშვით ონლაინ გაკვეთილებზე 2 კვირით! (სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე!)

კმაყოფილი ბავშვები და მშობლები მადლობას გვიხდიდნენ, რისთვისაც დირექცია მადლობას ვუცხადებთ იმ პედაგოგებს, თანამშრომლებს, ვინც დაგვეხმარა ამ დღის ორგანიზებაში! განსაკუთრებული მადლობა XII კლასელებს, და-ძმა სერგო და ელა მარიკიანებს, ლიზი კეკუას, დათო პაიკიძეს და ნუგო ცაკაშვილს!“, -ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება