სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გიორგი ლეონიძის შემოქმედება სიღრმისეულად განიხილეს
04-04-2018
-
+


ველისციხის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნინო ლეკაშვილმა მე-12 კლასში სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა.

გაკვეთილის თემა იყო გიორგი ლეონიძის ,,ყივჩაღის პაემანი“.  გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი კომპეტენციები - წიგნიერება, მედიაწიგნიერება.

სკოლის სამოქალაქო განათლების უფროსი პედაგოგის, ფასილიტატორ ნანა ნიკოლაშვილის თქმით, გაკვეთილზე მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად მსგავს თემაზე შექმნილ ნაწარმოებებთან უამრავი პარალელი გაავლეს.

სკოლის აღსაზრდელებმა მწერლის შემოქმედება ისტორიულ ჭრილში სიღრმისეულად განიხილეს. მოზარდებმა იმსჯელეს და კრიტიკული აზროვნება გამოავლინეს. 

„გოგლა ლეონიძის პოეზია, რომელიც ყველაზე უგრძნობ ადამიანსაც კი  სიყვარულზე დააფიქრებს, მოსწავლეებმა მხატვრულად და ემოციურად წაიკითხეს. დადებითი ემოციებით აღსავსემ დავტოვე საკლასო ოთახი, უზომოდ მახარებს ის ფაქტი, რომ ასეთი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეები გვყავს“,- აღნიშნავს ნანა ნიკოლაშვილი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება