სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N92 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა საზეიმო მიღებით დაიწყო
22-09-2022
-
+


თბილისის N92 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

გაიმართა მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიება. მოსწავლეები მის მინდინარეობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ იცეკვეს, იმღერეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს. სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ გასული წლის წარმატებული მოსწვალეებიც. 

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

„ძვირფასო მშობლებო და საყვარელო ბავშვებო. 
გილოცავთ ახალი 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებულ და საინტერესო სასწავლო პროცესს. 
ახალი სასწავლო წლის დაწყება გამორჩეულად გვინდა მივულოცოთ ჩვენს საყვარელ პირველკლასელებს, რომლებისთვისაც წელს პირველად დაირეკა სკოლის ზარი. დაე, მათთვის სკოლაში გატარებული წლები იყოს, სახალისო, საინტერესო და ნაყოფიერი.
შეგახსენებთ რომ ტრადიციულად გრძელდება გასული სასწავლო წლის გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება სერთიფიკატებით. ვიმედოვნებთ რომ მომავალ წელს ასეთი მოსწავლეების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
გისურვებთ წარმატებებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება