სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახმეტის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
22-09-2022
-
+


ახმეტის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლისთვის გასული წელი წარმატებული იყო. 34-მა კურსდამთავრებულმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხა. 

სახელმწიფო გრანტი შემდეგმა მოსწავლეებმა მოიპოვეს:
 
გურამი ლორთქიფანიძე - 100%;
მაკა ონიაშვილი - 70%;
თამარ ქარუმაშვილი - 70%;
ანანო აბრამიშვილი - 50%;
მარიტა მარგალიტაშვილი - 50%;
ლიზა დოინჯაშვილი - 50%;
თინათინ ბართიშვილი - 50%;
სოფო ალხანაშვილი - 50%;
გიორგი მგელიაშვილი - 50%. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ.

„12 წლის განმავლობაში ერთად განვლილ გზას თან ახლდა სირთულეებიც და წარმატებებიც. სიხარული და კმაყოფილება მიღწეული შედეგების, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენთან ერთად იყო, ერთად ვიზრდებით და ვძლიერდებით .
სიამაყით ვამბობთ, რომ ჩვენმა კურსდამთავრებულებმა ასახელეს სკოლა და გვჯერა, რომ კვლავაც გვასახელებენ. ღირსეულად გააგრძელებენ გზას ცხოვრების ვრცელ ასპარეზზე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სკოლაში სასწავლო წლის დაწყებას სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ. 

„წინსვლის და წარმატებების წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის. სკოლა ელის თავის აღსაზრდელებს ახალი გამოწვევებით, ბევრი შემოქმედებითი, საინტერესო აქტივობებით. 
სკოლაში გატარებული თითოეული დღე საწინდარი იყოს თქვენი უამრავი წარმატებისა“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება