| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის 8 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
ლუკა პაპუაშვილს, თიკო ჩალახეშაშვილს, ნათია მოსულიშვილს, გიორგი პაპუაშვილს, რუსუდან ცქიტიშვილს, თეკლა მეხრიშვილს, სანდრო მოსულიშვილსა და თეონა ოზაშვილს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები გადაეცათ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 21 სექტემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“