სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემო წინსვლის საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო
22-09-2022
-
+


15 სექტემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს. 

სკოლაში, დირექტორ ნატალია კეჭეხმაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყეს. 

საქართველოს ჰიმნის ფონზე საზეიმოდ აღიმართა სახელმწიფო დროშა. სკოლის დირექტორმა, ნატალია კეჭეხმაძემ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ბედნიერი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. 

სკოლაში განსაკუთრებით იზრუნეს პირველკლასელთა ამაღლებულ განწყობაზე და მათ სადღესასწაულოდ მორთული საგანმანათლებლო გარემო დაახვედრეს. 

მოსწავლეებს სკოლაში, ტრადიციულად, მოწესრიგებული და მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო დახვდათ.  სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.

სკოლის დირექცია, ნატალია კეჭეხმაძის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„ზემო წინსვლის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი 2022/2023 სასწავლო წლის დაწყებას!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება