სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N12 საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებას ტრადიციული ღონისძიებით შეხვდა
22-09-2022
-
+


თბილისის N12 საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებას ჩვეული, ტრადიციული ღონისძიებით შეხვდა. 15 სექტემბერს, სკოლაში მისულ საზოგადოებას სკოლის დირექციამ საზეიმოდ მორთული საგანმანათლებლო გარემო დაახვედრა და ფერადი ბუშტებითა და სასიამოვნო ჰანგებით გაულამაზა დღე პედაგოგებს, აღსაზრდელებს, მშობლებს.

შეკრებილ საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს სკოლის დირექტორმა, მედეია გურგენაძემ, დირექტორის მოადგილე მაია ბერძენიშვილმა, მასწავლებლებმა - ნანა ქათამაძემ, დალი ჭეიშვილმა, მაია ჯოხაძემ და ასევე მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ანა წერეთელმა.

მოსწავლეებმა სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმითა და ენთუზიაზმით დაიწყეს. 

„იყო ღიმილი, ყვავილები, სიხარულის ცრემლი და უზარმაზარი იმედი იმისა, რომ 2022-2023 სასწავლო წელს სკოლა ყველა გამოწვევას უპასუხებს. ღონისძიების დასასრულს ეროვნული ჰიმნის ფონზე საზეიმოდ აღიმართა საქართველოს დროშა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება