სიახლეები
სკოლები

ურავის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო მიღებით დაიწყო
21-09-2022
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

დირექტორმა მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცა. 

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

„2022-23 სასწავლო წელი პოზიტიური განწყობით დაიწყო. ყველა მოსწავლე დაკმაყოფილებულია სასწავლო წიგნებით და რვეულებით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„მოსწავლეზე მოძალადე პედაგოგი სკოლაში დატოვეს, მე გამათავისუფლეს“ - N24 სკოლის ყოფილი დირექტორი, გიორგი კაკაბაძე საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება

სკოლასთან მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი

„64 უნივერსიტეტია საქართველოში, ასეთ პატარა ქვეყანაში... ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არჯანსაღადაა ჩამოყალიბებული...“

„აბიტურენტების რეგისტრაცია მარტში დაიწყება... ჩამონათვალში თსუ და სტუ ცალ-ცალკე დახვდებათ, სხვა თეორიული შანსი არ არსებობს!“ - მინისტრის მოადგილე

izrune.ge-ს ღონისძიება ვარსკვლავებისთვის ამ წუთებში მიმდინარეობს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

სკოლა აქტიურად შეუერთდა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას

„თითოეულ პერსონაჟზე ფიქრისას თვალწინ მედგა თითოეული ჩემი მოსწავლე“

პრეზენტაციას ორგანიზება გაუწია ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლმა - სოფიო ბერიძემ

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად წაიკითხეს თეა ლომიძის „წერილი ბოთლში“ 

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება