სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარნეულის N2 საჯარო სკოლაში უკრაინელ მოსწავლეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს
21-09-2022
-
+


მარნეულის N2 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი განსაკუთრებულად დაიწყო.

სკოლაში ორი უკრაინელი მოსწავლე ჩაირიცხა, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო საქართველოში გადმოვიდნენ. სკოლის დირექციამ და პედაგოგიურმა კოლექტივმა ძალისხმევა არ დაიშურა, რათა მათთვის საზეიმო, თბილი და მზრუნველი გარემო დაეხვედრებინათ.

აღსანიშნავია, რომ სწავლის პირველ დღეს საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომლის დროსაც საქართველოს ჰიმნთან ერთად უკრაინის სახელმწიფო ჰიმნიც გაჟღერდა.

სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.

„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, პედაგოგებო გილოცავთ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას! 

თითოეულ თქვენგანს გისურვებთ, მშვიდობიან, ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს.

განსაკუთრებით ვულოცავთ და ვეფერებით, ჩვენს ყველაზე პატარა და საყვარელ პირველკლასელებს, რომლებმაც, დღეს პირველად შემოაღეს სკოლის კარი და გადმოაბიჯეს ახალ, საინტერესო, თავგადასვლებით სავსე ცოდნის სამყაროში. გვახარებს ისიც, რომ წელს, ჩვენს სკოლაში ჩაირიცხა ორი უკრაინელი მოსწავლე.

ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს!“, - ვკითხულობთ დირექციის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება