| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

15 სექტემბერს, 2022-2023 სასწავლო წელი ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე დაიწყო. წელს, საქართველოს სკოლების კარი მოსწავლეებმა ჟირმულითა და დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს, გამონაკლისი არც კასპის N4 საჯარო სკოლა ყოფილა.
სკოლის დირექციამ მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე იზრუნეს და მოსწავლეებს საზეიმოდ მორთული საგანმანათლებლო გარემო დაახვედრეს.
აღსანიშნავია, რომ კასპის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ, სწორედ ამის მაგალითია 15 სექტემბერს გამართული საზეიმო მიღება.
იხილეთ ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში