| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

15 სექტემბერს, სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. წელს, საქართველოს სკოლებში მოსწავლეები დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს, გამონაკლისი არც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლა ყოფილა.
დიდი სმადის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ღონისძიებით დაიწყეს.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ, მათთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა. სკოლის დირექციამ სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დააჯილდოვა მოსწავლეები.
სკოლის პედაგოგებმა განსაკუთრებით იზრუნეს პირველკლასელთა განწყობაზე და მათ საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახები და გარემო დაახვედრეს.
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„დიდი სმადის საჯარო სკოლის დირექცია ვულოცავთ ყველას, დიდსა და პატარას. სრულიად საქართველოს ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებულ და ნაყოფიერ წელს გისურვებთ!
სკოლა განსაკუთრებული სიყვარულით ულოცავს პირველკლასელებს პირველ ნაბიჯებს და უსურვებს მათი პატარა ნაფეხურები ბუმბერაზ ნაკვალევად დაჩნეოდეს!
ასევე, სკოლის დირექცია ულოცავს სკოლის კურსდამთავრებულებს ახალ საგანმანათლებლო საფეხურზე გადასვლას, უსურვებს ღირსეულ მოქალაქეობას, პროფესიულ წინსვლასა და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას!
ახალი სასწავლო წელი ახალი სიახლეების, ახალი ცოდნის, ახალი ურთიერთობების, აზრების, იდეებისა და ახალი სიმაღლეების დაპყრობის წელი უნდა იყოს!
დიახ! დღეს სკოლა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, სკოლამ თავი უნდა დაიმკვიდროს საგანმანათლებლო სივრცეში, გაიაროს ავტორიზაცია! ეს მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას, თავდაუზოგავ შრომას.
თითოეულ ჩვენგანს გააზრებული გვაქვს ჩვენი როლი სკოლის განვითარების პროცესში. უდიდესი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რათა უზრუნველვყოთ სკოლის უწყვეტი განვითარება და გაუმჯობესება.
გვინდა უკეთესი სკოლა? გვინდა უკეთესი მომავალი? სწორედ ჩვენ, ჩვენიდან უნდა დავიწყოთ ცვლილებები, გადავდგათ ახალი, თამამი ნაბიჯები. ნაბიჯები საქმის ერთგულების სიყვარულით გაჟღენთილი:
„რუსთველი ახალი
თუ გინდა დავით,
ვეფხისა ახალი
თუ გინდა ტყავი, –
ჯერ უნდა შენ თვითნ
იშიშვლო ხმალი,
ჯერ უნდა შენ თვითონ
გასწირო თავი, –
ბატონო დავით!“
/მ.მაჭავარიანი/“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ დიდი სმადის საჯარო სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით საჭირო რესურსებითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში