სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გულმოდგინედ მოვემზადეთ ახალი სასწავლო წლის დაწყებისათვის“- ველევის საჯარო სკოლაში ორ მოსწავლეს გრანდიოზულად დახვდნენ
19-09-2022
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლის ზარი ორი მოსწავლისთვის დაირეკა დირექტორის, კატუშა (ეკატერინე) ჭიჭინაძე - გოგსაძეს ხელმძღვანელობით მათთვის განსაკუთრებული ღონისძიება მოეწყო.

მოსწავლეებს სკოლაში საზეიმო განწყობა დახვდათ, გაჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი და გაიმართა სპორტული თამაშები.

სასწავლო წლის პირველ დღესთან დაკავშირებით დირექტორმა ემოციური წერილი გაავრცელა და საზოგადოებას მოსწავლეებთან შეხვედრა მოუთხრო:

„მიუხედავად იმისა,რომ გულს სევდა ღრღნიდა, გულმოდგინედ მოვემზადეთ ახალი სასწავლო წლის დაწყებისათვის. რა დააშავა იმ ორმა ბავშვმა, ვისთვისაც დაირეკა სოფელ ველევის საჯარო სკოლაში სკოლის ზარი.

ორი ბავშვი - მინავლებული სოფლის სიცოცხლის ძარღვი! მათ არ უნდა იგრძნონ ის ნოსტალგია, რაც უფროსებს გვხრავს, მათთან ჩვენც ბავშვები უნდა ვიყოთ, ინტელექტუალურ პარტნიორობასთან ერთად მეგობრობაც უნდა გავუწიოთ და ურთიერთთანამშრომლობით ვწიოთ მცირე კონტიგრნტიანი სკოლს ურთულესი ჭაპანი.

საზეიმო განწყობით დახვდათ სკოლა, აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ფრიალებდა დროშა, გავუზიარეთ ერთმანეთს ზაფხულის შთაბეჭდილებები;

წინასწარ მომზადებულ ინტელექტუალური კითხვარების შევსებით წარიმართა პირველი სასკოლო დღე, მერე  გავმართეთ თამაში - „ჩვენ დედამიწელები ვართ!“ ოცნებები დავწერეთ ფურცლებზე, მოვათავსეთ ბუშტებში და გავუშით ლაჟვარდებში.

გაიმართა სპორტული თამაშები, დამრიგებლებმა გადასცათ წიგნები, სახვითი ხელოვნების მასწავლებელმა ლენა გოგსაძემ და სკოლამ მცირე სახატავი საშუალებებით დაასაჩუქრეს ბავშვები და დასრულდა 2022-2023 სასწავლო წლის პირველი დღე“, - ვკითხულობთ დირექტორის, კატუშა (ეკატერინე) ჭიჭინაძე - გოგსაძის წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

დიდ ხუთშაბათს სკოლები და ბაღები დაისვენებენ - სააღდგომო არდადეგების კალენდარი ცნობილია

13 სამაგისტრო პროგრმა, რომლებიც 120 კრედიტიანი დარჩა - მინისტრის ბრძანება

2026 წლის ეროვნული გამოცდების მთავარი ცვლილება ცნობილია - NAEC-ის ხელმძღვანელის განმარტება

როცა მე-11 და მე-12 კლასები ერთად დაასრულებენ სკოლას, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ორჯერ მეტი სტუდენტი ჩაირიცხება - მთავრობის გადაწყვეტილება

მასწავლებლების, დირექტორებისა და სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ - ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ვებინარი ჩატარდება

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბუნებისმეტყველების მასწავლებლები, სკოლის დირექცია და მშობლები

ღონისძიება განმსჭვალული იყო სითბოთი და სიყვარულით და ყველაზე ძვირფასი ქალბატონების მიმართ ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას ემსახურება
 

 

 

მე-4 კლასელი ქართულ ენის „კინგსის“ ოლიმპიადაში პირველ ადგილზე გავიდა

მასწავლებლები დედაქალაქ თბილისში გაემგზავრნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ სულიერი ლიდერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება