სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემო ნატანების საჯარო სკოლის დირექტორმა, ლაშა ბოლქვაძემ სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება საზეიმოდ მიულოცა
19-09-2022
-
+


ზემო ნატანების საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პედაგოგები და მოსწავლეები სწავლას განახლებული ენერგიითა და მოტივაციით შეუდგნენ.

სკოლის დირექტორმა, ლაშა ბოლქვაძემ სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. დირექტორმა განსაკუთრებით პირველკლასელთა ცოდნის ტაძარში შემობრძანება აღნიშნა და ასევე, კურსდამთავრებულებს გამოცდების წარმატებით დასრულება მიულოცა.

დირექტორმა მისალოც წერილში ასევე აღნიშნა, რომ სკოლისთვის ახალი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობის მშენებლობა სულ მალე დაიწყება.

„ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს, სკოლის თანამშრომლებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებ წარმატებებს.

განსაკუთრებით ვულოცავ წლევანდელ პირველკლასელებს.

კიდევ ერთხელ ვულოცავ სკოლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას. ასევე მოსწავლეებს, რომლებმაც პროფესიულ სასწავლებლებში გააგრძელეს სწავლა.

წლევანდელ სასწავლო პროცესს ჩვენი სკოლის შენობაში ვერ ვიწყებთ, თუმცა ეს არ შეგვიშლის ხელს, რომ წარმატებისა განვითარებისთვის ვიბრძოლოთ.

მალე დაიწყება ზემო ნატანების სკოლის ახალი, თანამედროვე შენობის მშენებლობა. იმედია, დიდი დრო არ დააგვიანდება ჩვენს ახალმოსახლეობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ, წარმატებები!“, - ვკითხულობთ დირექტორის, ლაშა ბოლქვაძის მიერ გავრცელებულ წერილში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება