უწერის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
16-09-2022
დაკოპირებულია
-
+
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლის დირექტორმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სიტყვით მიმართა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.