სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემოსურების საჯარო სკოლაში პირველკლასელებს საზეიმოდ დახვდნენ
16-09-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

სკოლის დირექტორმა გელა ეზიეშვილმა სახელმწიფო ჰიმნისა და მისასალმებელი სიტყვის შემდეგ პირველკლასელებს კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა.

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. მათ შორის იყო პირველი კლასის დამრიგებელი მანანა ბარამიძე. ის მოსწავლეებს მოუთმენლად ელოდა.

„აი, კიდევ ერთი ახალი სასწავლო წელი!
37-ე წელი ჩემს ათვლის წიგნაკში...
ისევ პირველი კლასია ჩემს ფრთებს ქვეშ, ემოციას ვერ ვმალავ, ისეთი ლამაზები, ისეთი სხარტები, ისეთი ცნობისმოყვარე თვალები, ყველას გულში გიკრავთ, გეფერებით.
ვიცი, რომ უდიდესი პასუხისმგებლიბა მაქვს, მინდა ძლიერი ფრთებით დაგაფრთიანოთ რომ მწვერვალებს წვდებოდეთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, თქვენ ჩემო ცელქებო, ლამაზებო, თქვენი ჟრიამულით, გაამხიარულეთ ზემოსურების სასოფლო თემი, სკოლის ეზო, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია, ჩვენი მომავალი თქვენ ხართ. 
პირველი ზარიც ჩამჰოკრეს ჩვენმა ოთხმა პირველკლასელმა შემდეგ კი გადავინაცვლეთ საკლასო ოთახში სადაც უამრავი საინტერესო ამბები დახვდათ.
წარმატებები ჩემო ყოჩაღებო, სიყვარულით გეფერებით თქვენი პირველი მასწავლებელი“,- წერს პირველი კლასის დამრიგებელი მანანა ბარამიძე. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება