სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთობლივი, საპატიო საქმიანობით, კიდევ მეტი წარმატებით გავივლით ამ სასწავლო წელსაც!“- თბილისის N16 სკოლის დირექტორის მილოცვა სასკოლო საზოგადოებას
16-09-2022
-
+


დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

სკოლის დირექტორმა, მზია სულამანიძემ სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება მიულოცა, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს. დირექტორმა სწავლის დაწყების აღსანიშნავად წერილი გაავრცელა, სადაც კურსდამთავრებულების ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატება აღნიშნა

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას: მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენგანისათვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ პირველკლასელებს, რომლებიც პირველად შემოაღებენ ჩვენი სკოლის კარს, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ.

სკოლის ხელმძღვანელობისა და პედაგოგიური კოლექტივის შრომა ყველაზე მეტად მაინც კურსდამთავრებულების ეროვნული გამოცდების შედეგებში აისახება ხოლმე. წელსაც ვამაყობთ ჩვენი აბიტურიენტების წარმატებული შედეგებით და ვულოცავთ სტუდენტობას თითოეულ მათგანს!

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ერთობლივი, საპატიო საქმიანობით კიდევ მეტი წარმატებებით გავივლით ამ სასწავლო წელსაც!“, - ვკითხულობთ დირექტორის, მზია სულამანიძის წერილში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება