ვაჩიანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა
16-09-2022
დაკოპირებულია
-
+
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
გაიმართა ღონისძიება და მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო ნომერი წარადგინეს. მათ დირექტორმა მარინე ჩომარიანმა და სასწავლო ნაწილმა ლარისა მელტონიანმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.