სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არასოდეს ინანებთ, რომ შვილების ღირსეული მომავლის საფუძვლის ჩაყრა ჩვენს სკოლას ანდეთ“ - ქუთაისის N19 სკოლაში სასწავლო პროცესი დიდი შემართებით განახლდა
16-09-2022
-
+


ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ, მათთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა.

სკოლაში ძალ-ღონე არ დაიშურეს და მოსწავლეებს სწავლის დაწყების პირველი დღე ნამდვილ დღესასწაულად უქციეს. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავენ.

„ძვირფასო მოსწავლეებო! გილოცავთ 2022-2023 სასწავლო წლის დადგომას. ეს დღე ყოველთვის სავსეა დიდი მღელვარებითა და ემოციებით, რომლებიც დადებითად გვმუხტავს და შემართებას გვმატებს. შემართებას, რომელმაც უნდა დაგვაძლევინოს ყველა დაბრკოლება, რათა შევძლოთ ცოდნის მწვერვალების დაპყრობა. ერთგულ მეგზურად გვიგულეთ თქვენს გვერდით ცოდნის რთულ, მაგრამ საინტერესო გზებზე მოგზაურობისას.

განსაკუთრებულია ეს დღე პირველკლასელებისთვის. მივმართავთ მათ მშობლებს, ჩვენო ძვირფასებო, არასოდეს ინანებთ, რომ თქვენი შვილების ღირსეული მომავლის საფუძვლის ჩაყრა ანდეთ სკოლას, რომელიც 130 წლის ისტორიას ითვლის. გვერწმუნეთ, პატარა ყლორტებს დიდი სიყვარულით ვუპატრონებთ და ჩვენ მიერ საზრდოდ მიცემული სწავლა-განათლება მათ ფესვმაგარ მუხებად აქცევს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სადიდებლად იშრიალებს. გვიყვარხართ და დიდი შემართებით ვიწყებთ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება