სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ილემის საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეებს სწავლის დაწყების აღსანიშნავად დაუვიწყარი ღონისძიება მოუწყო
16-09-2022
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი განსაკუთრებულად, საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული პედაგოგები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. სკოლის კარი წელს 9 პირველკლასელმა შეაღო. 

საზეიმო ღონისძიებაზე დირექციამ გასული სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა, ასევე ბავშვებს გადაეცათ სასკოლო სახელმძღვანელოები და ნეთბუკები.

„საქართველოში სასწავლო პროცესი განახლდა და გამონაკლისი არც ილემის საჯარო სკოლა ყოფილა.  სასკოლო საზოგადოება დიდი ენთუზიაზმით, მომზადებულნი შეხვდნენ მათ აღსაზრდელებს. მათ შორის, ცხრა პირველკლასელს, რომელთა ანთებულ თვალებში ნათლად ჩანდა იმედის ნაპერწკალი, რომ ისინი გამთლიანებული საქართველოს ღირსეული მომავალი იქნებიან. 

სასწავლო პროცესის დაწყება მოსწავლეებს და მათ მშობლებს მიულოცა სკოლის დირექტორმა, ირინა სხილაძემ, კლასის დამრიგებლებმა და პედაგოგებმა.

დღის მთავარი მესიჯი იყო იაკობ გოგებაშვილის სიტყვები - „მთავარი ძალა, რაც გამარჯვებას ანიჭებს ერს საარსებო ბრძოლაში, არის ცოდნა და განათლება“, - ვკითხულობთ სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება