სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეებს სწავლის პირველი დღე დღესასწაულად უქციეს
16-09-2022
-
+


ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიამ, აღმასრულებელი დირექტორის, დეკანოზ პავლე ცერცვაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს სწავლის დაწყების პირველი დღე ნამდვილ დღესასწაულად უქცია.

2022-2023 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, 15 სექტემბერს, გიმნაზიაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორი, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებისთვის განკუთვნილი სცენა გაიხსნა, სადაც პირველკლასელებს საზეიმოდ ლეპტოპები გადაეცათ. მეუფემ მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

მეუფემ ასევე საქველმოქმედო ფონდ - „ფარცხნალის“ დამფუძნებელს, ფრიდონ გუჯეჯიანს გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და მისი განსაკუთრებული ღვაწლი აღნიშნა.

ღონისძიებამ მოსწავლეებს საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა და სწავლის მოტივაცია გაუძლიერა.

აღსანიშნავია, რომ გიმნაზიაში თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი პავლე ცერცვაძე პედაგოგებთან ერთად მოსწავლეების განათლებაზე მუდამ დაუღალავად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება