სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N7 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო
16-09-2022
-
+


ჭიათურის N7 საჯარო ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

სკოლაში საზეიმო ღონისძებაც გაიმართა. მოსწავლეები მასში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, ლექსები წაიკითხეს, ნომრები შეასრულეს და სწავლა ხალისით დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.მათ შორის იყვნენ პირველი კლასის მასწავლებლებიც. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

„ფერად გარემოში ოდნავ შეშინებული, მაგრამ დაინტერესებული, თვალებგაფართოებული, ციმციმა პირველკლასელთა გულის ძგერასაც შეიგრძნობდით. მათთვის საგანგებოდ მოწყობილ მცირე სცენაზე სათითაოდ ავიდნენ და ბავშვურად აჭიკჭიკდნენ. წაიკითხეს ლექსები, ზოგმა გაუბედავად, ზოგმა რიხიანად, ზოგმა მორცხვად, დაიმსახურეს მშობლებისა და მასწავლებლის ოვაციები და მოტივირებულებმა მიაშურეს საკლასო ოთახებს, სადაც ღიმილითა და სითბოთი სავსე მათი პირველი მასწავლებლები გულითადად ელოდნენ.
მხიარულად და ახლის შეცნობის იმედით შეხვდა 2022-2023 წელს უფროსკლასელები და პედაგოგებიც. ახალი თუ უკვე კარგად ნაცნობი მასწავლებლები თუ მოსწავლეები ეპიდემიის თვალსაზრისით მსუბუქი, ნაყოფიერების კუთხით კი მსუყე წლის მოლოდინში შეუდგნენ სწავლა-სწავლების პროცესს“,- გვიყვებიან სკოლაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება