| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო პირველი კლასის დამრიგებელი იამზე ფანცულაია. ის პატარა მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდა.
წელს სკოლას 10 პირველკლასელი ჰყავს, მათ კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები საზეიმოდ გადაეცათ.
„ეს დღე ემოციურად დატვირთული იყო ჩემთვის, რადგან პირველკლასელებთან შეხვედრა მიწევდა. ეს კი ახალი ფურცლის გადაშლას და ყველაფრის თავიდან დაწყებას ნიშნავს.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო პატარებისთვის. რომლის მოწყობაზეც ყველა მასწავლებელი და მათ შორის მეც, ადრეულად ვიწყებთ ფიქრს. ვემზადებით იმისთვის, რომ სასიამოვნო გარემო შევუქმნათ, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურდაც სასიამოვნო იყოს მათთვის პირველი დღე სკოლის კედლებში.
წელს ათი მოსწავლის „პირველი მასწავლებლის“ სტატუსი მერგო წილად. პირველი შეხვედრა, პირველი ემოცია და პირველი სიხარული იმისა, რომ ერთხელ კიდევ ვარ მასპინძელი პატარებისა, რომელთა აღზრდა მე მანდო სკოლამ და მანდო მათმა მშობლებმა.
ათი თვალხატულა გოგო-ბიჭის ცოტათი შეშინებული, მაგრამ მაინც მოციმციმე თვალების ყურებაზე უკეთესი რა უნდა გერგოს წილად მასწავლებელს - არც არაფერი...ეს არის ის, რის დათმობასაც ადვილად ვერ შეძლებს ადამიანი.
გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას! ბედნიერი იყოს თქვენი შემობრძანება ცოდნის იმ ტაძარში, რომელსაც სკოლა ჰქვია.
მშვიდობიანი, ხალისიანი და წარმატებული სასწავლო წელი მისურვებია თქვენთვის, ჩემი პატარებო! დიდი სიყვარულით, თქვენი იამზე მასწავლებელი“,- ვკითხულობთ პირველი კლასის დამრიგებლის იამზე ფანცულაიას წერილში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში