სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კაკლიანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ახალრეაბილიტირებულ შენობაში საზეიმოდ განახლდა
15-09-2022
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკლიანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ, ახლადრეაბილიტირებულ შენობაში დაიწყო.

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლის დირექტორმა საწავლო წლის დაწყება სასკოლო საზოგადოებას მიულოცა.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:




კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

გამოცდებში გადახდილი თანხის დასაბრუნებლად განაცხადების მიღება დაიწყო - დეტალებს NAEC ავრცელებს

პიროვნება

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

სკოლები
​პროექტის მიზანი იყო რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ხელოვნური ინტელექტის შესახებ
 
საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება